×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-09 14:54:33 / ბარალეთი-კოჩიო და ბარალეთი- იხტილა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ ბარალეთისა და იხტილის მაცხოვრებლების ბარალეთი-კოჩიო და ბარალეთი- იხტილა გზის მონაკვეთის უხარისხო ასფალტირებაზე უამრავი საჩივრების გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დეპუტატებთან ერთად ადგილზე გაეცნო სიტუაციას და შეისწავლეს აღნიშნული უხარისხო ასფალტირებული გზის მონაკვეთი. გამოვლინდა, რომ ბარალეთი- იხტილა გზის მშენებელმა შპს „ჯავახავტოგზა“ , რომლის დირექტორია ნოდარ ინასარიძე, დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მოწოდებას, რომ გამოსწორდეს ცუდად შესრულებული სამუშაოები. შპს „ჯავახავტოგზის“ მიერ გარემონტებული იქნა ყველა დაზიანებული მონაკვეთი, რისთვისაც საკრებულო მადლობას უხდის აღნიშნულ კომპანიას.

ბარალეთი-კოჩიოს გზასთან დაკავშირებით კი, რომლის ტენდერში კომპანია "არალმა" გაიმარჯვა, გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გზაზე ამჟამად მიმდინარეობს კოჩიო-ალათუმანი გზის მშენებლობა, რომელზედაც გადაადგილდება მძიმე წონის ტექნიკა. აღნიშნული სამუშაოების დამთავრებისთანავე დაიწყებენ ბარალეთი-კოჩიო გზის გარემონტებას.