×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-08-29 12:56:43 / „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები საკრებულოში

2019 წლის 29 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა   „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის რამაზ გოგოლაძის შეხვედრა საკრებულოს დეპუტატებთან, მერიის წარმომადგენლებსა და სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესბულ პირებთან. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „დანერგე მომავალი"  პროექტის შესახებ.

შეხვედრის დროს რამაზ გოგოლაძემ დეტალურად განმარტა პროექტის მიზნები და მოლოდინები. პროექტი გთავაზობთ 100% -იან დაფინანსებას მაყვლისა და ჟოლოს სანერგეების შექმნისთვის, კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს (საქართველოს მოქალაქეები), რომლებიც ფლობენ 0.15 -0.5 ჰექტარ მიწას, ან 10 წლით იჯარით გაცემულ მიწას და იურიდიულ პირებს (კოოპერატივებს) რომლებიც ფლობენ 0.15 -5.00 ჰექტარ მიწას, ან 10 წლით იჯარით გაცემულ მიწას.  იმისათვის, რომ პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიწყოს, მინიმუმ 3.00 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტში.

დამსწრე საზოგადოებამ დაინტერესდა პროექტით და ვიმედოვნებთ, რომ პროგრამაში არა მხოლოდ 3.00 ჰექტარი, არამედ მეტი მიწის ნაკვეთი შევა როგორც პირველ, ისე შემდეგ წლებში, რადგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე დაწყებულია ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარება.

შეხვედრის დროს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა, შესთავაზა სხვა რეგიონში მაყვლისა და ჟოლოს სანერგეებში ვიზიტის ორგანიზება, ადგილზე მოსავლის ხარისხის გაცნობა, მაცივარ-საწყობების მოცულობისა და მუშაობის, რეალიზაციის შესაძლებლობების, ფასისა და სხვ. გაცნობა, რაც გამოცდილების შესწავლის შესაძლებლობა იქნება.

 შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო ინფორმაციის თვალსაზრისით.