×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-13 05:13:46 / ბავშვების გამოსამშვიდობებელი საღამო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღში გაიმართა ორი გამოსაშვები ზეიმი (სომხურდა და რუსული ჯგუფებში). ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორი და თანამშრომლები, #2 საჯარო სკოლის დირექტორი. ღონისძიება გამოირჩეოდა თემატურ ლექსებით და სიმღერებით და სხვადასხვა საცეკვაო ნომრებით. ღონისძიების დასასრულს მერის მოადგილემ, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა და #2 საჯარო სკოლის დირექტორმა მიულოცეს და უსურვეს ბავშვებს ბრწყინვალე მომავალი ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს ბავშვების მშობლებს და ბაღის მთელ პერსონალს ბავშვების სწორი აღზრდისთვის.