×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-05 12:18:36 /

2020 წელს სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის უკვე გამოყოფილია თანხა 1 644 000 ლარის ოდენობით. პრიორიტეტული სკოლების განსაზღვრისთვის, სადაც ჩატარდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის, დეპუტატების, მერიის წარმომადგენლებისა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით. მომავალში შემუშავდება პროექტები მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ამგვარად, 2020 წელს ნაწილობრივ გარემონტებული სკოლების რაოდენობა გაიზრდება.