×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-05 12:17:29 /

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა შპს „საქართველოს მელორაციის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრა ორგანიზებული იქნა მოსახლეობასთან ჩატარებული სხვადასხვა შეხვედრების შემდეგ, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი ძირითადად დაკავებულია სოფლის მეურნეობით და ირიგაციის პრობლემა ანაღვლებს ყველას. შეხვედრის მიზანი იყო საირიგაციო სისტემაში არსებული ვითარების გაცნობა. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სამუშაოებია ჩატარებული ამ მიმართულებით, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კერძოდ, მთლიანად დამთავრებულია ბეჟანოს, ლომატურცხის, ვაჩიანის, ალმალისა და მურჯახეთის მიმართულებებით სარწყავი სისტემების აღდგენითი სამუშაოები. მაგალითად, მიმდინარე წელს ზრესის სატუმბი სადგურის გამოყენებით შესაძლებელია დაახლოებით 500 ჰა ფართის მორწყვა. ნაწილობრივ ჩატარებულია დილისკისა და ზრესის მიმართულებით სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოები. აქედან დილისკის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება 2020 წელს. იმავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩასატარებელი სამუშაოები კიდევ ბევრია. მაგალითად, ზაკი-ხანდო წყალსადენის მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება უკვე მე-3 წელია, თუმცა არავინ არ იღებს მონაწილეობას. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტენდერი განხორციელებული იქნება დაუყოვნებლივ და მიმდინარე წელს შესაძლებელი იქნება მოცემული სარწყავი სისტემის გამოყენება.
მიგვაჩნია, რომ ყველა სამუშაოების ჩატარებისას უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტური მეთვალყურეობა, რომ მათი ექსპლუატაციით შემდგომში პრობლემები არ გვქონდეს და შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს ყველასთვის. შეხვედრის შემდეგ ვაპირებტ წერილობით მივმართოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რითაც მადლობას ვუხდით ჩატარებული სამუშაოებისთვის, თან წარვადგენთ ჩვენს შეთავაზებებს შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, რადგან 2 თვეში იწყება სარწყავი სამუშაოები.