×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-05 12:13:27 /

საკითხის გასარკვევად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს შუამავლობით, 03.07.2019წ. ორგანიზებული იქნა საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მადლობას ვუხდით სამინისტროსა და მინისტრის წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბ-ნ არტიუშ მელქონიანს. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა- ქონების სარეგისტრაციო დეპარტამენტის უფროსი გიორგი გადაბაძემ, ქონების სარეგისტრაციო დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი ოთარ ჩიტიძემ, პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომელი, პროექტის მენეჯერი ლაშა ექიზაშვილმა.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი პრობლემატური საკითხები:

-მუნიციპალიტეტში უმრავლესობას არა აქვს მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის გარეშეც შეუძლებელია მიწის რეგისტრაცია.

-უმრავლესობას ოჯახის შემადგენლობაში უცხოელი მოქალაქეები ჰყავს, რომლებიც მიწის რეფორმის დროს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

- მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილასაა განლაგებული და თითოეული ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭიროა ცალკე საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ერთი ობიექტის აეროფოტოგადაღება კი 80 ლარი ღირს.

- საძოვრების რეგისტრაცია

გიორგი გადაბაძისა და მისი კოლეგების განმარტებით, სავარაუდოდ დაინერგება სისტემატური რეგისტრაცია და ლეგალიზაციის კომისიებს გადაეცემა ახალი უფლებამოსილება ამ საკითხის მოგვარების სფეროში, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირება კი აუცილებლად განახლდება, როდესაც ახალი კანონი ამოქმედდება.

შეხვედრა გაიმართა საქმიან გარემოში.