ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტის სკოლა
ახალქალაქის სპორტსკოლაში ფუნქციონირებს 6 სპორტის სახეობა: კარატე, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, ფრენბურთი, რაგბი, მაგიდის ჩოგბურთი.
ახალქალაქის სპორტსკოლის სპორტსმენები წარმატებულნი არიან, რაც გამოიკვეთა ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის შედეგებით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე.
კარატე - კარატისტთა შორის არიან მრავალჯერადი კარატის ჩემპიონები, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები და საქართველოს სხვადასხვა ღია ჩემპიონატების პრიზიორები.
თავისუფალი ჭიდაობა- ამ ჯგუფის სპორტსმენებს შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, საქართველოს ნაკრების წევრები და საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორები.
ფეხბურთი - ახალგაზრდული ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
ფკ „აბული“ - რომელიც ფეხბურთის სკოლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, აღმოსავლეთ ზონაში მონაწილეობს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატზე. ფკ "აბული" ატარებს ეფექტურ შეხვედრებს ამ ჯგუფის გუნდებთან, აბსოლუტური გამარჯვება გასვლითი და შინა. ამ ეტაპზე ტურნირის ცხრილში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია.
ფრენბურთი- ჯგუფი დაკომპლექტებულია საშუალო სკოლის ახალგაზრდებით და მეორე წელია სწავლობენ, მონაწილეობს რეგიონალურ ჩემპიონატებზე.
რაგბი არის სპორტი, რომლის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია ამ სფეროში. ეს ჯგუფი ხშირად მონაწილეობს რეგიონის ფესტივალებზე.
მაგიდის ჩოგბურთი- პოპულარული სპორტია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ჩოგბურთელები მონაწილეობას იღებენ რეგიონულ ჩემპიონატებში.