×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

"სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო" პროგრამა.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. ინიციატივის მიზანია, ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება 8 LEADER მუნიციპალიტეტებისთვის საგრანტო 1-კატეგორიას, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროპული LEADER - მიდგომით უკვე ხორციელებდა სოფლის განვითარების პროექტები, რომელიც დააფინანსებას მანქანა-დანადგარები და ტექნიკურ არჭურვილობას სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www. Faogrants.ge.

 

=======================================

საქველმოქმედო აქცია

,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი"-ს ორგანიზებით ტარდება საქველმოქმედო აქცია․

დეპარტამენტები და მიმართულებები
თერაპევტი
კარდიოლოგი
ნევროლოგი
ექოსკოპია
კარდიოექოსკოპია
ონკოლოგი
ზოგადი ქირურგი
ტრავმატოლოგი
ოფთალმოლოგი
უროლოგი
ენდოკრინოლოგი
ანგიოქირურგი
რევმატოლოგი
გასტროენტეროლოგი
გინეკოლოგი
ჩირქოვანი ქირურგი
ჰემატოლოგი
კარდიოქირურგი
რენტგენოლოგი
ალერგოლოგი
მამოლოგი
ოტო-რინო-ლარინგოლოგი
ყბა-სახის ქირურგი
ნეფროლოგი
ყველა ამ მიმართულებით ოპერაციული და სტაციონარული მკურნალობა უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის,ლტოლვილებისთვის ,სკოლის მასწავლებლებისთვის
პენსიონერებს მოუწევთ 10 % თანადაფინანსება მათაც ვეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ
.
პროექტის ხელმძღვანელი ,, ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის"პრეზიდენტი ქეთი ბარათელი

მობ 599415090
გისურვებთ ჯანმრთელობას

 

პროექტი დანერგე მომავალი

კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი

„კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა- ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც ქვეკომპონენტის პირობების შესაბამისად დაუფინანსდება არანაკლებ 5 ჰა  კენკროვანი კულტურის ბაღი ერთ მუნიციპალიტეტში, სააგენტოს მიერ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარ-კონტეინერი, რომლის ტევადობა იქნება საშუალოდ 20 ტონა.

პროექტი გრძელდება 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვმართოთ ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მისამართზე ჩარენცის ქ. N11 მერიის შენობა 1 სართული ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:

რამაზ გოგოლაძე 595 85 83 35

მერაბ ნათენაძე 595 85 83 67

================

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, შპს „აისის“ მდ. ფარავანსა და მისი შენაკად, მდ. კორხზე 9.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ახალქალაქი ჰესის“, ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი.
 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

* 2019 წლის 1 აპრილი, 11:00 საათი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

* 2019 წლის 1 აპრილი, 14:00 საათი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კორხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

-------------------------

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)- სადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურთიერთ თანამშრომლობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კუმურდოს ტერიტორიულ ორგანოს სოფელ კიროვაკანში ფერმერ  ეღიზარ აღაჯანიანის საკუთრებაში არსებულ  1ჰა მიწის ფართობზე ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსხურის სპეციალისტების თანამონაწილეობით მოეწყო კარტოფილის მოსაყვანად სადემონსტრაციო ნაკვეთი. დაითესა 5 სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი და მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი  მოსავლისმიღებას.

2019 წლის 21 აგვისტოს მოეწყო ,,მინდვრის დღე“ სადაც მოწვეული იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერები, რომლებმაც დაათვალიერეს ნაკვეთზე სადემონსტრაციოდ დათესილი 5 სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი და წვეთოვანი სარწყავი სისტემა .  მოახდინეს შედარება როგორც სადემონსტრაციო ნაკვეთში ჯიშებს შორის ასევე მეზობლად   ნათეს კარტოფილებს შორის. სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ფენო ფაზების განვითარების მიხედვით მიეწოდებოდა წვეთოვნების  საშუალებით საკვები ელემენტები, წინასწარი პროგნოზის მიხედვით ხდებოდა პესტიციდებით წამლობების  ჩატარება.  .ფერმერებს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსხურის წამყვანმა სპეციალისტმა მერაბი ნათენაძემ ესაუბრა ყველა იმ ტექნოლოგიებზე რომელიც ჩატარდა სადემონსტრაციო ნაკვეთზე კერძოდ კი ნიადაგის მომზადება, თესლბრუნვის სქემისა, თესვის და წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენების უპირატესობის  შესახე. კარტოფილის მოყვანით დაინტერესებული ფერმერები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში. გამოთქვეს სურვილი მომავალი წლისათვის კარტოფილი მოიყვანონ სადემონსტრაციო ნაკვეთზე გამოყენებული ტექნოლოგიით.