×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ახალქალაქის რაიონში 1800-2000მ სიმაღლეზე უმეტესად მთის შავმიწა ნიადაგია. უფრო მაღლა კი, მთის მდელოს შავმიწისებრი ნიადაგი. ზოგი ტაფობის ძირი ჭაობიან ნიადაგს უკავია. მდინარე ჭობარეთის სათავეში, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარში, ყომრალი და ნეშომპალა–კარბონატული ნიადაგები ჩამოყალიბდა. რაიონის მაღლობებსა და ქედების ქვედა კალთებზე შავმიწისებრი და მთა-მდელოს ნიადაგი გვხვდება. მთათაშორისი ქვაბული ალუვიური და ტყის ყავისფერი ნიადაგებითაა დაფარული. მდინარის ნაფენებზე და ტერასებზე ყველაზე მეტი ფართობი უკავია ალუვიურ კარბონატულ ნიადაგებს. მთისწინების ზონაში გაბატონებულია გარდამავალი სახის რუხ-ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები. ძლიერი ეროზიული პროცესების გამო დიდი ადგილი უკავია მათ სახესხვაობებს.