×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 861- ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების თანახმად.


 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.

1.არტურ ხაჩატრიან- მოქალაქე, მეწარმე;

2.კარინა ნახატაკიან-საჯარო სკოლის დირეკტორი;

3.შორენა თეთვაძე -არასამთავრობო ორგანიზაციის დირეკტორი;

4.ვალიკ ქთოიან-მედიას წარმომადგენელი, არასამტავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

5.არმენ მკრტჩიან- მეწარმე;

6. ვარაზდატ სალვარიან- მეწარმე;

7 .სოს მურადიან-მეწარმე;

8.არტურ ირიციან- მეწარმე;

9. მახარე მაცუკატოვ - არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

10. ნაზელი დემურჩიან - არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

11. თეონა ზურაბაშვილი - ნატოსა და ევროკავშირის საიმფორმაციო ცენტრი;

 

დანართი N2

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში - საბჭო) არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილების ვადით და საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ დადგენილი წესით.

2. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“; საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2 . საბჭოს მიზნები

1. საბჭოს ძირითადი მიზნებია:

ა) საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალური გათვალისწინება, შესაბამისი რეკომენდაციებისთვის წინადადებების მომზადება და მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შემდგომი გათვალისწინების მიზნით;

ბ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება საბჭოს წევრების ჩართულობის კუთხით და მათი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის წარდგენა.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილება

1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი შემდეგი საკითხები :

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;

ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები;

გ) მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები;

დ) ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები; აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.

მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა

1. საბჭო შედგება სათათბირო ხმის უფლების მქონე არანაკლებ 10 წევრისგან.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

3. საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

4. საბჭოს სხდომებს უძღვება მუნიციპალიტეტის მერი.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებას და შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი

1. საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.

2. საბჭო წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ამტკიცებს დღის წესრიგს. 3. საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. საბჭო გადაწყვეტილებებს ღია კენჭისყრით იღებს დამსწრეთა ½+1 ხმით. თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

5. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების გარშემო წარადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები.

მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. მუნიციპალიტეტის მერმა საბჭოს სხდომების ორგანიზებისათვის საბჭოს მდივნის ფუნქციის განხორციელება შეიძლება დაავალოს მერიის დასაქმებულ პირს.

3. საბჭოს სხდომის მოწვევას, საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ასახვას საბჭოს სხდომის ოქმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია მერის დავალებით.

4. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმისა და რეკომენდაციების საჯაროობას, ასევე მათი შინაარსიდან გამომდინარე მათ მიწოდებას შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის.

მუხლი 7. საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა

საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 8. დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ კანონით განსაზღვრული წესით.