×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

სხდომის ოქმი #1 

 

==================================

ჩატარდა ტრენინგი მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის. საუბარი იყო საბჭოს უფლებების შესახებ, განიხილეს დღის წესრიგი, თუ როგორ უნდა იმუშაოს საბჭომ და სხვა საკითხების შესახებ.

 

===================================

გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2020 წ. პირველი შეხვედრა

22.01.2020წ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა.
მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა, მან გააცნო საბჭოს დღის წესრიგს.
შემდეგ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე.

http://akhalkalaki.ge/news/gaimarta-samokalako-mrchevelta-sabchos-202-2501201352

===========================================

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების შესახებ

6-8 დეკემბერს ბორჯომში ახალქალაქის მერის საზოგადოებრივი მრჩეველთ საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებსა მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მერის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებზე და შესაძლებლობებზე. ტრენინგზე განიხილეს რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობის გამოცდილება.

შეხვედრის ფარგლებში ტრენერების ფასილიტაციით ახალქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს საბჭოს ახალი დებულება, რომელიც წარედგინება ახალქალაქის მერს დასამტკიცებლად.

ტრენინგი ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით

http://akhalkalaki.ge/news/treningi-1312191755

==================================

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 861- ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების თანახმად.


 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.

1.არტურ ხაჩატრიან- მოქალაქე, მეწარმე;

2.კარინა ნახატაკიან-საჯარო სკოლის დირეკტორი;

3.შორენა თეთვაძე -არასამთავრობო ორგანიზაციის დირეკტორი;

4.ვალიკ ქთოიან-მედიას წარმომადგენელი, არასამტავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

5.არმენ მკრტჩიან- მეწარმე;

6. ვარაზდატ სალვარიან- მეწარმე;

7 .სოს მურადიან-მეწარმე;

8.არტურ ირიციან- მეწარმე;

9. მახარე მაცუკატოვ - არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

10. ნაზელი დემურჩიან - არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი;

11. თეონა ზურაბაშვილი - ნატოსა და ევროკავშირის საიმფორმაციო ცენტრი;

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება

მუხლი1. ზოგადი დებულებანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში -საბჭო) წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულებისა შესაბამისად. საბჭო უშუალოდ ექვემდებარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს.

 

მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა

 

 

  1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

  2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედია ორგანიზაციებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

  3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრებისგან.

  4. საბჭოს თავმჯდომარე ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.

  5. საბჭოს მდივანი ინიშნება საბჭოს შემადგენლობიდან.

 

მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები

 

  1. საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება მერის მიერ წარდგენილი :

 

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა;

ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციის განხილვა;

გ) მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებების წარდგენა;

დ) სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული ღონისძიებების განხილვა;

ე) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეულ საკითხთა შესწავლა და მერისათვის შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების წარმოდგენა.

  1. საბჭო მონაწილეობას იღებს მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებაში და ხარჯვითი პრიორიტეტების განსაზღვრაში;

  2. საჯარო შეხვედრებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარჯვითი პრიორიტეტების საბოლოო სიაზე;

  3. განიხილავს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს და რეკომენდაციებს წარუდგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს;

  4. განიხილავს მუნიციპალური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

  5. შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალური ბიუჯეტის შესრულებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის შესახებ.

  6. მუნიციპალიტეტის განვითარების მიზნით თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშირისო დონორებთან.

 

 

მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის წესი

 

  1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ სამ თვეში ერთხელ;

  2. საბჭოს თავმჯდომარე ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან, საბჭოს სხდომის მონაწილეთა ორი მესამედის მიერ 1 (ერთი) წლის ვადით.

  3. საბჭოს მდივანს ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე;

  4. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება დაინიშნოს:

ა)მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნით ;

ბ)საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით ;

გ)საბჭოს არანაკლებ სამი წევრის წერილობითი მოთხოვნით;

  1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება საბჭოს წევრების ორი მესამედი;

  2. რეკომენდაციის მიღება საბჭოს წევრის გარიცხვის, საბჭოს წევრის ჩანაცვლების ან ახალი წევრის მიღების თაობაზე, ხდება სხდომაზე დამსწრეთა სამი მეოთხედის მიერ.

  3. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად განიხილონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხავები და მიღებული წინადადებები ან/და რეკომენდაციები წარადგინონ საბჭოს სხდომაზე.

  4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები ამ წესდების მესამე მუხლში ჩამოთვლილ საკითხებზე მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

  5. საბჭოს შემადგენლობაში მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე ან/და მერის რეკომენდაციით შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები;

  6. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.

  7. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მერს, იმ წევრებს რომლებსაც ექნებათ განსხვავებული მოსაზრებები შემუშავებულ მოსაზრებებთან ან/და რეკომენდაციებთან დაკავშირებით უფლება აქვთ მერს წარუდგინონ ალტერნატიული მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

  8. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველი შესაძლებელია გახდეს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომების გაცდენა:

გ) წევრის გარდაცვალება

  1. მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საჯაროდ (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე - http://akhalkalaki.ge/ )

 

 

მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობასა და დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი, განისაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.