×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვულკანური პლატოსათვის დამახასიათებელი მდინარეებია. ახალქალაქის დასავლეთის საზღვარს 18 კმ–ზე მდინარე მტკვარი გასდევს, ჩრდილოეთის ნაწილი მდინარე ფარავანის მარჯვენა შენაკადებით ჭობარეთით და ბარალეთითაა დანაწევრებული, რომლებიც ერთგვარ კანიონებს ქმნიან. რაიონის ცენტრალურ ნაწილში მოედინება მდინარე ფარავანი, რომელიც სოფელ ხერთვისთან (ასპინძის რ–ნი) მტკვარს ერთვის. სამხრეთ ნაწილში მდინარე ფარავანის მარცხენა შენაკადი–მურჯახეთის წყალი მოედინება. 

ტბებიდან აღსანიშნავია ზრესი, ხოზაფინი (კარწახი). ჭაობებია ბარალეთის ვაკეზე, აგრეთვე სოფლების ვაჩიანის, ოკამის, სულდის, კარწახის, აბულისა და სხვა მიდამოებში. ტბებსა და მდინარეებში ბევრია თევზი (კალმახი, ქაშაყი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა).