მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ფლორა და ფაუნა

ფლორა

ახალქალაქის რაიონის უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. მთის ველებს შორის ჭარბობს ნაირბალახოვან-მარცვლოვანი დაჯგუფება. გავრცელებულია აგრეთვე უროიანი, ვაციწვერიანი, წივანიანი, ისლიანი და სხვა სახის მცენარეები. ტბების ირგვლივ და დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. 2200 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები.

სუბალპური სარტყელი (2050-2400მ) ხასიათდება მაღალბალახეული მცნარეულობით, ბუჩქნარებით და სუბალპური პოლიდომინანტური ნაირბალახეულობით. სუბნივალური მცენარეულობა კარგადაა წარმოდგენილი დიდი აბულის მთაზე (3304მ), სადაც სუბნივალური მცენარეულობის გარდა გვხვდება ალპური ხალები (მცენარეულობის ბიომასა შედარებით ნაკლებია და ერთფეროვანია). ამ სარტყელში აღსანიშნავია ვავილოვის ასტრაგალური და კრინიცის ერისმუმი. სამსრის ქედის სუბნივალურ ზონაში აღრიცხულია მცენარეთა 62 სახეობა, მათ შორის 3 ლოკალური და 14-კავკასიის ენდემი, დანარჩენი სახეობები სამხრეთ კავკასიონსა და მცირე აზიაში ფართოდაა გავრცელებული.

 

ფაუნა

მეოთხეული პერიოდის დასაწყისის ნამარხ ძუძუმწოვართა კომპლექსი სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ახალქალაქის მიდამოებში არსებობდა. სტეპისა და ნახევრადსტეპის ლანდშაპტურ პირობებში, ახალქალაქის ფაუნის ჩამოყალიბება და განვითარება დიდწილად ამიერკავკასიის ტერიტორიის მეტნაკლებმა იზოლაციამ და მცირე აზიასთან კავშირის გაწყვეტამ განაპირობა. ამით აიხსნება ახლქალაქის ფაუნის შემადგენლობაში ენდემური ცხოველების საკმაო სიჭარბე. ახალქალაქის ფაუნაში მწერიჭამიებთაგან აღსანიშნავია ევროპული ზღარბი; მღრღნელებიდან: თრია, ზაზუნა; მტაცებლებიდან: მგელი, ხალებიანი აფთარი, დათვი, ჭრელტყავა, წავი, მაჩვი. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია ენდემური არვინის, აჭარული, ქართული, ვალენტინის, სომხური და წითელმუცელა კლდის ნაირსახეობები. ჯავახეთში გავრცელებული სახეობიდან უსქესოდ სომხური ხვლიკი (Darevskia armeniaca) მრავლდება. ამფიბიებიდან აღსანიშნავია ენდემური და რელიქტიური სახეობები, როგორებიცაა კავკასიური სალამანდრა (mertensiella caucasiea), კავკასიური გომბეშო, (Bufo verrucojijjmus). ჯავახეთში გავრცელებულია ბაყაყის ორი სახეობა: ტბორის ბაყაყი(Ramna macronemis) და მცირეაზიული მურა ბაყაყი (Rana macrochemis). საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი დარევსკის გველგესლა (vipera darevskii), რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ ჯავახეთის ქედზეა აღნიშნული.

იმის გამო, რომ ჯავახეთჲს ზეგანი მდიდარია ტბებით, მრავალფეროვნებით წყალმცურავი ფრინველების სამყარო გამოირჩევა . აქ 200-მდე სახეობის ფრინველი იყრის თავს, მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი, აგრეთვე წყლის ფრინველები, ვარხვი, (pelecanus onocrotlus, ტბები კარწახი, ტაბაწყური), რუხი წერო (Crus grus), ბოლობეჭდა (მოთეთრო ძერა). ჯავახეთი საქართველოს ერთადერთი რეგიონია, სადაც ადამიანის დასახლებებზე ძალზედაა დამოკიდებული ლაკლაკის (ciconia ciconia) არსებობა, რომელიც დასახლებულ ადგილებში ელექტროგადამცემ ბოძებზე იშენებს უზარმაზარ ბუდეებს. აღსანიშნავია შავი ფერისა და დიდი ზომის იხვი-გარიელა (melanitta fusaa).

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია